5 ივლისი, 2019

პოეტი ზურა ბუდაღაშვილი დააკავეს

პოეტი ზურა ბუდაღაშვილი დააკავესახალგაზრდა პოეტი ზურა ბუდაღაშვილი დააკავეს.

ინფორმაცია ამის შესახებ მისმა მეგობარმა ხვიჩა აბაშიძემ გაავრცელა:

“ეს ბიჭი არის ზურა ბუდაღაშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი, გულანთებული პატრიოტი და უზომოდ ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი.

დღეს ზურა დააკავეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

კადრების გამო, სადაც ჩანს, რომ ორმხრივი ჩხუბი მიმდინარეობს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის, ზურას ისევე როგორც დანარჩენ დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ზურა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მსჯავრდებული იყო და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცხოვრება დაუმახინჯეს, დღეს იგივეს ახალი მთავრობა უგრძელებს.

და არამარტო ზურას, ახალგაზრდებს სიცოცხლეს გვართმევენ სხვადასხხვა მიზეზებით და შემდეგ ერთმანეთს აბრალებენ. ხან ნაცების მოწყობილი პროვოიკაცია და სისხლიანი 9 წელი, ხან ამ .ლეების არაკომპეტენტური არაჯანსაღი და ბოროტი მმართველობა.

მე პირადად თოთოეულ ჩემ დღეს ვიბრძოლებ ყველანაირი ხერხით, ზურასთვის და დანარჩენი ბიჭებისთვის.

და შენც, ნეიტრალურო მოქალააქევ, თუ კიდევ დარჩი ვინმე და საღი აზროვნების უნარი შეგწევს. ასწიე ტრაკი და იბრძოლე ჩემთან და ჩვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის. საქართველო მხოლოდ ნაცებად და ქოცებად არ იყოფა.”