27 ივლისი, 2019

ფრთხილად იყავით! – ტატო ხარჩილავა

ფრთხილად იყავით! - ტატო ხარჩილავა – ფრთხილად იყავით! ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში! – გვაფრთხილებს ბლექ სი არენას ხელმძღვანელი ტატო ხარჩილავა და თაღლითობებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

“ცოტა არ იყოს მეუხერხულება ამის დაწერა, მაგრამ ბილეთები, როგორც ბლექ სი არენას ღონისძიებებზე, ასევე სხვა ნებისმიერ ივენთზე, ოფიციალურად იყიდება მხოლოდ პროვაიდერ საიტებზე.

შესაბამისად, სხვა კერძო პირებისგან ფასდაკლებების თუ მოსაწვევების შემოთავაზება ხშირად მხოლოდ თაღლითობის მცდელობაა და სხვა არაფერი.

თუ ჩემი, თქვენი ნაცნობები, მეგობრები, ან მოგვარეები სხვადასხვა არხებით ბილეთების შეძენას გთავაზობენ, ე.ი. თაღლითობას აქვს ადგილი და ფრთხილად იყავით!

ამ დღეებში ძალიან ბევრი ცუდი ისტორია მოვისმინე და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში და ნურც მე ჩამაგდებთ.”