ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთარსებობენ ფილმები, რომლებიც საქართველოს აუცილებლად და რაც მთავრია სამუდამოდ შეგაყვარებენ. ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეჟისორის მიერ არის გადაღებული, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ – გაგაცნონ და დაგაინტერესონ არაჩვეულებრივი პატარა ქვეყნით, რომელსაც საქართველო ჰქვია.

“არტინფო” გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

“ჯარისკაცის მამა” – რეზო ჩხეიძის ფილმი მეორე სამამულო ომის შესახებ. ფილმის მთავარი პერსონაჟია გიორგი მახარაშვილი, რომელიც თავისი დაჭრილი შვილის – გოდერძის მოსანახულებლად ომში მიდის. ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“არ იდარდო!” – გია დანელიას კეთილი კომედია, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცზე. მან ექიმის პროფესია შეისწავლა და სამშობლოში დაბრუნდა.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“ფიროსმანი” – გიორგი შენგელაიას მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი მხატვარ ნიკო ფიროსმანის ცხოვრებაზე. იმ პერიოდის ფილმების მსგავსად, რეჟისორმა თავის ნამუშევარში აქცენტი ქართულ ეროვნულ კოლორიტზე გააკეთა.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“ხანუმა” – გიორგი ტოვსტონოგოვის რეჟისურით გადაღებული სატელევიზიო ვერსია ლენინგრადის თეატრისა. მართალია, სცენაზე არ არის თბილისის სურათები, მაგრამ წარმოდგენის მსვლელობისას მაყურებელი მთელი სიმძაფრით შეიგრძნობს ძველი ტფილისის ატმოსფეროს.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“მიმინო” – გია დანელიას ეს ფილმი ქართული კინოს სავიზიტო ბარათია. ვალიკო მიზანდარის როლმა ვახტანგ კიკაბიძე ნამდვილ ვარსკვლავად აქცია.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“ყველა წავიდა” – სერგო ფარაჯანოვის ძმისშვილის – გიორგი ფარაჯანოვის მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც უფროსი ასაკის ადამიანის ბავშვობისდროინდელი მოგონებებით 60-იანი წლების თბილისში გვაბრუნებს.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“გიორგობისთვე” – ოთარ იოსელიანის პირველი ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი მაყურებელს შეიძლება ძალიან მარტივი და საბჭოური მოეჩვენოს, დრამა ნამდვილად არაჩვეულებრივია.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” – ნანა ჯორჯაძის ფილმი მოგვითხრობს ფრანგ კულინარ-მოგზაურზე, რომელიც ჩამოდის საქართველოში და სიყვარულიც ეწვევა. ამ ფილმშია ყველაფერი – ქართული სუფრა, ღვინო, ეკლესია-მონასტრები, ულამაზესი ბუნება და არაჩვეულებრივი პიერ რიშარი.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“მანდარინები” – ზაზა ურუშაძის ფილმი ქართველებსა და აფხაზებზეა. ფილმში მთავარი აქცენტი ადამიანურ ღირებულებებზე კეთდება და მისი სიუჟეტი არასოდეს დაგავიწყდებათ.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“სიყვარული აქცენტით” – რეზიკო გიგინეიშვილის ფილმი აერთიანებს შვიდ ნოველას, რომელშიც ქართველი და რუსი მსახიობები მონაწილეობენ. ეს მხოლოდ კინო არ არის, ეს არის საქართველოს ყველაზე კეთილი სარეკლამო რგოლი.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“სიმინდის კუნძული” – გიორგი ოვაშვილის ფილმია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ბაბუამ გადაწყვიტა შვილიშვილთან ერთად დასახლდეს კუნძულზე, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს შორის მდებარეობს, სადაც პატარა ხის სახლი ააშენა და სიმინიდის მოყვანა დაიწყო. დიალოგის გარეშე გადაღებული ფილმი იმაზე მეტს მოგვითხრობს, ვიდრე ნებისმიერი დიალოგებით სავსე ფილმი.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“შემთხვევითი პაემნები” – ლევან კოღუაშვილის ფილმი თბილისზეა, მაგრამ ეს არ არის მისი სარეკლამო რგოლი. მასში მოთხრობილია ადამიანების შესახებ, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

“ტელი და ტოლი” – ალექსანდრ ამიროვის მიერ გადაღებული ფილმია. მასში მოთხრობილია ცხოვრებისეული ისტორია ერთმანეთის მეზობლად მდებარე ორი სოფლის მაცხოვრებლებისა, რომლებიც ვერანაირად ვერ ეგუებიან, რომ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ისინი ერთმანეთს დააშორა და მდინარეზეც წასასვლელადაც კი პასპორტები სჭირდებათ.

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ