30 ივლისი, 2019

პატარა მომღერალმა უჩა ლიპარტელიანმა იტალიაში გაიმარჯვა

პატარა მომღერალმა უჩა ლიპარტელიანმა იტალიაში გაიმარჯვაზესტაფონის ხელოვნების სკოლის მოსწავლემ, ვოკალისტმა უჩა ლიპარტელიანმა იტალიის ქალაქ პეზაროს სიმღერის აკადემიაში ,,Renata Tebaldi, Mario Del Monaco” გამართულ ,,მომავლის ვარსკვლავები”-ს მე-10 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, პირველ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი პრემია და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

პატარა მომღერალი ჟიურის გადაწყვეტილებით მიწვეულია ქალაქ პეზაროს საოპერო აკადემიაში უფასო მასტერკლასებზე.

უჩასთან ერთად სპეციალური დიპლომი მისმა პედაგოგმა ნონა ფერაძემაც დაიმსახურა.