7 ივლისი, 2019

პაატა ბურჭულაძე გვილოცავს

პაატა ბურჭულაძე გვილოცავსოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას სპეციალური განცხადებით მიმართავს და გვილოცავს ჩვენს თვალწინ დაბადებულ ახალ ეროვნულ მოძრაობას:

„მინდა, მოგილოცოთ ყველას ის, რომ ჩვენ თვალწინ დაიბადა ახალი, ეროვნული მოძრაობა, ახალგაზრდული ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ვერავინ ვერ შეაჩერებს. მიუხედავად იმისა, რომ 7 წელია, ანადგურებენ ყველა იდეალს, 7 წელია, თესავენ სიძულვილს, მაინც ამოხეთქა ახალგაზრდულმა სულმა და ქვეყნის სიყვარულმა. ალბათ, ჩვენ უნდა გამოგვევლო ის გზა და განგვეცადა ყველაფერი, რაც მოხდა ამ 7 წლის მანძილზე, 20 ივნისის ჩათვლით, რადგან მივმხვდარიყავით იმას, რომ მეტი არასოდეს ბიძინა ივანიშვილისნაირი ადამიანი არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ამ 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული პროექტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, არის ტროლების ქარხანა. ისინი ვერ იტანენ ვერავის და ყველას ლანძღავენ, ვინც კი წავიდა მათ წინააღმდეგ, ეს იქნება მსახიობი, არტისტი, ხელოვანი, ეს იქნება მეცნიერი თუ ეს იქნება მუშა და გლეხიც კი. ყველასთვის მონახავენ რამე სიტყვას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ.

ებრძვიან სიკეთეს. მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და მინდა გითხრათ ყველას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენთაგანს გაქვთ პატარა ღვაწლი მაინც ფონდ “იავნანას” სიკეთეში. ჩვენ ყველანი ვქმნიდით სიკეთეს. და მარტო იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ბიძინა ივანიშვილი, უნდა შეჩერდეს ეს ყუელაფერი. ამიტომ პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, თითქმის 2 წელი თაროზე შემოდო ეს საქმე, რადგან ვერაფერი ვერ ნახა დანაშაული ფონდ “იავნანას” საქმეში. და რისთვის? იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყნარად დაიძინოს.
ამ დროს შეჩერდა ის, რომ აღარ ჩამოდიან მსოფლიოს ვარსკვლავები ჩვენთან და არ ეხმარებიან ჩვენს ბავშვებს. შეჩერდა ის, რომ ჩვენ ყველანი ბოლო კაპიკს ვიღებდით ჯიბიდან და ვეხმარებოდით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. შეჩერდა ის, რომ ათასობით სტუდენტი აღარ არის დაფინანსებული სწავლაში, შეჩერდა ის, რომ მრავალშვილიან უსახლკარო ოჯახებს აღარ ვეხმარებით და სახლებს აღარ ვაძლევთ, მაგრამ სამაგიეროდ, ერთი კარგი საქმე გაკეთდა – ბიძინა ივანიშვილის წყნარად სძინავს…

ბევრი ადამიანია ამ ტროლების ქვეშ მოქცეული, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ანიტა რაჭველიშვილი და იმღერა მაგ საღამოზე, ზუსტად მაგ მიტინგზე. ეს მთავრობას, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და უკვე დაიწერა, ანიტა მარტო ცუდად კი არ ლაპარაკობს და ცუდი პიროვნება კი არ არის, არამედ თურმე ცუდი მომღერალიც კი ყოფილა. რა ქნას ანიტამ, მაგ დონეზე, ჯერ არ ავიდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქვეყანას მდაბიო და გაუნათლებელი ადამიანები მართავენ. მინდა წავიკითხო შარლ დე გოლის სიტყვები: “არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამანების დაშვება, რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ.” ეს არის დღეს რაც გვჭირს ჩვენ.

უნდათ როგორმე გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან. მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყუებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად უფრო ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია, გიტანთ თქვენ, მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და იმისთვის, რომ მოხდეს გადატრიალება, თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი გქონდეთ, რომ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაში. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ.

დიდ მადლობას უხდიან გახარიას და ახლა გავიგე, რომ რაზმელები 20 ივნისის ღამისთვის დაუჯილდოვებიათ. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, სპეცრაზმელი, რომელიც ამაყად შეიტანს ამ ჯილდოს თავის ოჯახში ცოლს და შვილებს ანახებს, რომ დააჯილდოვეს კარგი საქმისთვის.

ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, საკმაოდ კარგად, როდესაც დაინახა 20 ივნისს მრავალათასიანი მიტინგი, პირველი, რაც მას მოუვიდოდა თავში, ამაში დარწმუნებული ვარ, რამდენი ფული დამჭირდება, რომ მათ დავურიგო და ყველანი სახლში წავიდნენო. მას არ მოუვიდოდა თავში, რომ ეს არის საქართველოს სიყვარული. იმიტომ რომ მას ეს გრძნობა საერთოდ არ გააჩნია.

იმდენი მადლობა უხადეს გახარიას მთავრობამ, შემოვდივარ წინადადებით, ჩვენ დავარქვით, 20 ივნისის ღამეს “გავრილოვის სისხლიანი ღამე”, მთავრობამ გახარიას უხადა ძალიან დიდი მადლობები, მოდით, გავითვალისწინოთ მთავრობის თხოვნა და გახარიაც შევიყვანოთ ამ დასახელაბაში და იყოს არა გავრილოვის სისხლიანი ღამე, არამედ გახარია-გავრილოვის ღამე. რადგან გახარია ასეთი გმირია, ასე გმირულად შევიყვანოთ ამ საქმეში და ამ გმირის სახელი დარჩება ისტორიას…

ბიძინა, გენაცვალე, საქართველო არ იყიდება, საქართველო გადარჩება და საქართველო უკვე გადარჩა, შენ უნდა შეურიგდე ამ რეალობას. საქართველო გადარჩა და საქართველო გაბრწყინდება!”