31 ივლისი, 2019

ოთო ფოლადაშვილმა “ყველაზე ძლიერი” მოიგო

ოთო ფოლადაშვილმა "ყველაზე ძლიერი" მოიგომოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი რეალური შოუს “ყველაზე ძლიერის” პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა:

“გავიმარჯვე!

“ყველაზე ძლიერი” – ძალიან დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს, რომ მომეცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ამ გრანდიოზულ პროექტში.

დიდი მადლობა ჩემს მეთაურს უფროს ლეიტენანტ ჯილდა წურწუმიას გვერდში დგომისთვის, მოტივაციისთვის და ყველა იმ წუთისთვის, რაც მის გვერდით გავატარე.

მინდა აღვნიშნო გუნდი – მუხები, რომელიც საუკეთესო იყო მთელ პროექტში და მე მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი.

დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც მგულშემატკივრობდით და ჩემთან ერთად ზეიმობთ ეხლა ამ გამარჯვებას!

თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ნამდვილად ყველაზე ძლიერები და ყველაზე ღირსეულნი. მე ძალიან მეამაყებით თქვენი თავდადებით, თავგანწირვით, ერთგულებით და სამშობლოს მიმართ სიყვარულით – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.”