15 ივლისი, 2019

ოთარ იოსელიანი: “რუსებს და ქართველებს ვერავინ წააჩხუბებს”

ოთარ იოსელიანი: "რუსებს და ქართველებს ვერავინ წააჩხუბებს"რეჟისორი ოთარ იოსელიანი ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით რუს ჟურნალისტთან საუბრობს:

“ეს ინციდენტი როგორც გაჩნდა, ისე გაქრება. პუტინმა სამართლიანად ბრძანა, დიდი პატივია ამაზე ლაპარაკი…

ნამდვილად სამარცხვინო ლაქაა, მაგრამ როგორც იტყვიან “ყველა ოჯახში ერთი მახინჯია”, რას ვიზამთ…

ჩვენ იმდენი რამ გვაქვს საერთო და იმდენ ხანს ვიყავით ერთად, რომ ქართველებს და რუსებს ვერავინ წააჩხუბებს.”