13 ივლისი, 2019

ნინი ქარსელაძის მამა ვერ გადაარჩინეს

ნინი ქარსელაძის მამა ვერ გადაარჩინესმომღერალ ნინი ქარსელაძის მამა ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

თეკუჩა ქარსელაძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ის იყო გათიშული, აპარატზე შეერთებული, არ უმუშავებდა არც ერთი ფილტვი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, იგი გარდაიცვალა.

ინფორმაცია ნინიმ თავად გაავრცელა:

“როგორ მჯეროდა, როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი… მჯეროდა, რომ ამასაც მოერეოდი… და ისიც მჯეროდა, რომ მე და შენ მოვიგებდით ამ ომს…

ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო… მამა…”