21 ივლისი, 2019

ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი სურვილი

ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი სურვილიქართული სცენის დედოფლის ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი სურვილი საქართველოში დიდი დოზით სიყვარულის არსებობაა:

”მინდა, ჩემი სამშობლო და ხალხი სიყვარულით იყოს სავსე, ქართველები ერთმანეთს პატივს უნდა სცემდნენ. ისეთი გრძნობაა, რომ ვერავინ ერთმანეთს ვერ იტანს. არ შეიძლება ამდენი ღვარძლი და შური ასეთ პატარა ერში.

ჩემი დიდი სურვილია, უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ ჩვენს პატრიარქს, ვიყოთ მოსიყვარულეები, უფლის მოშიშნი, კეთილშობილები, დავაფასოთ ერთმანეთი. თუკი სიყვარულით ვიცხოვრებთ, უფალიც ჩვენთან იქნება და ჩვენზე ბედნიერი ერი ამქვეყნად არ იარსებებს.”