9 ივლისი, 2019

“მუზეუმში პროვოკაციას ამზადებენ”

"მუზეუმში პროვოკაციას ამზადებენ"– გავრილოვის ამბავი მონაგონი შეიძლება აღმოჩნდეს, ისეთ პროვოკაციას ამზადებენ მუზეუმში, თან, სწორედ ამ არეულობის დღეებში გააქტიურდნენ, – აცხადებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და გიორგი გახარიას შეხვედრას სთხოვს:

“ძალიან ჩქარობენ. ჰაერზე არაფერს ვწერ. ამ განცხადებას სასწრაფოდ ვაქვეყნებ აქ, ინტერნეტსივრცეში, რომ ეგებ თქვენამდე ვინმემ ხმა მოიტანოს.

შეხვედრას გთხოვთ, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები, თქვენ, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს. სულ 15, მაქსიმუმ 20 წუთს წაგართმევთ. ბევრნი არ ვიქნებით, ოთხნი მოვალთ.

თქვენამდე არაერთხელ შევხვდით საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ეს შეხვედრები აღმოჩნდა შეაყარე კედელს ცერცვი. ვიცით, ვხედავთ ქვეყანაში როგორი დაძაბული ვითარებაა, მაგრამ გთხოვთ, მარტივად ნუ შეხედავთ ამ საკითხს. განცხადებას, შეხვედრის თხოვნით ორ საათზე ჩავაბარებ სახელმწიფო კანცელარიაში.”