10 ივლისი, 2019

ლია უკლებამ “სამაია” მამაკაცებს აცეკვა

ლია უკლებამ "სამაია" მამაკაცებს აცეკვამხატვარმა ლია უკლებამ თავის ახალ ნამუშევარში “სამაია” მამაკაცებს აცეკვა.

ნახატმა, რა თქმა უნდა, როგორც შემოქმედის წინა ნამუშევრებმა (თვითმკვლელი ღვთისმშობელი, ტრანსგენდერი ჩვილით) საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

– დაიწყეს ქართული ცეკვის გაუპატიურება… – ასე შეაფასა ლია უკლებას ნამუშევარი ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა:

“აჰა, გამოჩნდა “სამაიას” სიურეალიზმური ნამუშევარი… მოკლედ ნელ-ნელა შემოგვაპარეს და დაიწყეს ქართული ცეკვის გაუპატიურება… არ ისვენებენ და მიიღებენ კეფაში….

ამ ნახატის ავტორი ყოფილა ლია უკლება, რომელსაც დაელია ფანტაზიის უნარი და ბოლოს გადაწყვიტა “სამაიას” კაბებში მამაკაცები ჩაესახა… ბრავო! უკლება ბრავო! შედევრია! ესე როგორ დაბეჩავდით და მიწასთან გასწორდით?

ამ ქალბატონის ნამუშევარია ღვთისმშობელს თავზე იარაღი რომ აქვს მიბჯენილი… რითი გაგვაოცოს არ იცის… ვერ ხვდება იმას, რომ “როგორც ყველაფერი არ იჭმევა უსე ყველაფერი არ ითქმევა”…

ალბათ პიდარასტების ხროვას უდგას სათავეში…”