26 ივლისი, 2019

ლევან ღვინჯილია ბოდიშს იხდის

ლევან ღვინჯილია ბოდიშს იხდისენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია დიდ საქვეყნო ბოდიშს იხდის. ამის მიზეზი ერთ-ერთი ქართველის გაღიზიანებაა იმის გამო, რომ ინგლისურენოვან ინტერნეტმომხმარებელს ბატონი ლევანი რომაელებს უწოდებს და სახელმწიფო ენის პატივისცემას სთხოვს:

”დიდი საქვეყნო ბოდიში ამ სიტყვების ავტორს.
ეს რა ბოროტება ჩამიდენია ისე, რომ ვერც მივმხდარვარ;
სულ იმ წარმართი ფარნავაზის ბრალია ყველაფერი; მეც რომ გამაბრიყვა და გამასულელა.
ზურასთვის უნდა დამეჯერებინა, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მას აქამდე არ ვიცნობდი და ამიტომ დამემართა ეს.
კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ყველას, ვინც ზურასავით ფიქრობს.
ყველას – ქართველსაც და გადამთიელსაც!!!

Zura Enuqidze – batono levan rogor shegvchamet kvela am enis dacvit ukve davigalet kvela da tkveni saqme ar aris romel kompanias ewereba tavisi dasaxeleba qartulad tu ucxourad da tu saertod ewereba qartulad ukve dagvgalet martka gekot bolos da bolos.”