18 ივლისი, 2019

ლედი გაგა ანუკი არეშიძის კაბაში

ლედი გაგა ანუკი არეშიძის კაბაშიმომღერალი ლედი გაგა ანუკი არეშიძის კაბაში გამოეწყო და ფოტოგრაფების ობიექტივშიც მოხვდა.

მომღერალმა ქართველი დიზაინერის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან შავი ტყავის კაბა შეარჩია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლედი გაგა ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს ირგებს. მის გარდერობში უკვე არის ავთანდილის, გიორგი ქებურიას, თამუნა ინგოროყვას, აკა ფროდიაშვილის და დები გვანცა და ნინა მაჭარაშვილების მიერ შექმნილი კოსტიუმები.