13 ივლისი, 2019

კიდევ ერთი უძველესი შენობა განადგურდა

კიდევ ერთი უძველესი შენობა განადგურდაკიდევ ერთი უძველესი შენობა ავთენტური კაზმულობის პენოპლასტის ელემენტებით ჩანაცვლებით განადგურდა.

გიორგი მარგიშვილი:

“უფლება-მოვალეობა-პასუხისმგებლობის ფაქტიური არარსებობის სავალალო სურათი – კვლავ გიზიარებთ ერთი სახლის ბედს (მისამართი – ტატიშვილის ჩიხის და ბარნოვის II ჩიხის (გურგულიას) კვეთა).

ავთენტური კაზმულობის პენოპლასტის ელემენტებით ჩანაცვლება გარდა საბიუჯეტო სახსრების ფლანგვისა (ფულის კეთებისა) თუ კიდევ რამეს ემსახურება, გთხოვთ შემისწოროთ… ფული ჯანდაბას – ეს ხომ ჩვენი დღევანდელი საზოგადოების კულტურის რღვევის ამსახველი სურათია!

ესაა საყოველთაო (!!!) „ჩემს კომპეტენციაში არაა“-ს შედეგი… მიუხედავად იმისა, რომ ამ ბარბაროსობის თანამონაწილეები მშენებლები, მუშები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, გამგეობა და გულგრილი თანამოქალაქეები ვართ, ცოდვა კი მაინც თბილისის მერიის კისერზეა.

მაინც მინდა დავიჯერო, რომ დაღმართს აღმართი მოყვება.”