ხევის სიონი ინგრევა

ხევის სიონი ინგრევახევის სიონი, რომელიც IX-X საუკუნის ძეგლია, ინგრევა.

ინფორმაციას ამის შესახებ შორენა მარსაგიშვილი ავრცელებს:

“არც კი ვიცი ვის უნდა მივმართო – ხელისუფლებას და საპატრიარქოს. ხევის სიონი ინგრევა.

გასულ წელს გადაუღებელმა წვიმებმა ტაძარს საძირკველი გამოურეცხა, ჩამოიშალა ტაძრის გალავანი.

სოფელ სიონის მოსახლეობამ ეკლესიის მსახურებთან ერთად დაზიანებული ნაწილი შეაკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

წელს ხევის სიონი ფაქტიურად კატასტროფის წინაშეა და ნებისმიერი ძლიერი წვიმის შემდეგ შეიძლება ეს ულამაზესი ტაძარი ჩამოიშალოს.”