8 ივლისი, 2019

კახა კინწურაშვილი: “საქართველო უკეთესი იქნება!”

კახა კინწურაშვილი: "საქართველო უკეთესი იქნება!"მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი კახა კინწურაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო უკეთესი იქნება:

“პუტინის ოჯახი მო…ან და მისი პოლიტიკა, თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც!

რუსულმა პოლიტიკამ ბავშვობა გამინადგურა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა! მიუხედავად ამისა, ვიაზრებ, რომ საჯარო სივრცეში გინება უზრდელობაა და სისუსტე. აუცილებლად გიბრუნდება უკან სხვადასხვა ფორმით.

ყოფილი პრემიერი პირდაპირ ეთერში იგინებოდა, პარლამენტარები იგინებიან პარლამენტში თუ მის გარეთ, მწერლები და სხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებიც სოციალურ ქსელში თუ ეთერში იგინებიან და ილანძღებიან. მღვდლები, ვითომ რაინდები, ვითომ პატრიოტები, ვითომ მეზობლები, ვითომ სიმართლის დამცველები, ვითომ ქრისტიანები, ყველა, ყველა იგინება და იწყევლება.

და რატომ გვიკვირს რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გაბუნიას უსუსტესი და გადატყლარჭული მონოლოგი?! მაგრამ გაბუნიას თუ მისი უფროსობის ქვეყნიდან გაძევების უფლება არავის არა აქვს!

თუ არ მოგწონს – თქვი. თუ არ მოგწონს – შეიცვალე. თუ არ მოგწონს – გადართე, მაგრამ სხვის სისუსტეზე შენს თავს ნუ დააშენებ!

და მთავარს ნუ დავივიწყებთ რუსეთი მტერია! საქართველო უკეთესი იქნება! გახარია გადადგება!”