26 ივლისი, 2019

ჯემალ ქარჩხაძე: “გავბედოთ და ვთქვათ!”

ჯემალ ქარჩხაძე: "გავბედოთ და ვთქვათ!"ჯემალ ქარჩხაძე არის მწერალი, რომლის შემოქმედებაც არასდროს ძველდება. ნაწარმოებების პარალელურად, არანაკლებ პოპულარულია მისი ჩანაწერები.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“გავბედოთ და ვთქვათ: ჩვენს ეროვნულ ნავს ძირი აქვს გახვრეტილი და წყალი შემოგვდის. კი ვცდილობთ ამოვხაპოთ, მაგრამ ჩვენი მცდელობა „პროფილაქტიკური ზომებია“ და საქმეს ვერ შველის.

შედეგის წამლობა მიზეზს ვერ განკურნავს. თანდათან მთელი ზღვა შემოვა და მთელ ზღვას ხომ ვერ ამოვხაპავთ! ადრე თუ გვიან დავიქანცებით, ჩვენი საქმიანობის უაზრობასაც დავინახავთ, ხელს ჩავიქნევთ, ყველაფერს ბედის ანაბარა მივატოვებთ და ჩავიძირებით კიდეც.

ამიტომ მე მინდა ვუთხრა ყველა მენავეს, რომ ამოხაპვა ამაო გარჯაა. ვიდრე ნახვრეტს არ დავგმანავთ, მანამ არაფერი გვეშველება.”