18 ივლისი, 2019

ისტორიული ძეგლის მოხატული ჭერი და კედლები განადგურებულია

ისტორიული ძეგლის მოხატული ჭერი და კედლები განადგურებულიათბილისში მდებარე ისტორიული ძეგლის მოხატული კეჭი და კედლები გადაგურებულია.

აღმაშენებლის გამზირზე 93 ნომრის სადარბაზოში მაცხოვრებლის წყლის გაამცხელებელი ავზის დაზიანების მიზეზით ჩარჩქერი მოდიოდა. არადა, სადარბაზოს რესტვრაცია 2018 წელს დასრულდა, სამუშაოებისას თანამედროვე საკონსერვაციო სტანდარტებით ურთულესი მეთოდოლოგიური ჩარევები განხორციელდა და დაკარგვას გადაურჩა ერთხელ უკვე ჩამოგლეჯილი მოხატული ჭერის და კედლის მხატვრობა.

ლელო ნინოშვილი:

“დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საგანგებო სიტუაციებში ისტორიული ძეგლის დაცვის არანაირი მექანიზმი არ მუშაობს ჩვენს ქალაქში!

ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოხატულ სადარბაზოში მაცხოვრებლის წყლის გაამცხელებელი ავზის დაზიანების მიზეზით ჩარჩქერი მოდიოდა პირდაპირ მოხატულ ჭერზე და კედლებზე, მესაკუთრე სახლში არ იყო და ტელეფონზეც არ გვპასუხობდა. ცენტრალური ვინტილის ადგილმდებარეობა კი დაზუსტებით არც ერთმა მაცხოვრებელმა არ იცოდა.

პატრული გამოვიძახეთ (ვიფიქრეთ დაგვეხმარებიან-თქო) ცოტახანს გვიყურეს და ისე გაქრნენ, თვალიც ვერ მოვკარით.

112-ში დავრეკეთ (ვიფიქრეთ მაშველს გამოვიძახებთ, კარს გააღებენ და წყალს გადავკეტავთ-თქო) ეგ ამბავი ჩვენ არ გვეხება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში დარეკეთო;

ცხელ ხაზზრე 1-საათიანი უწყვეტი რეკვის შემდეგ დავრწმუნდი რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ-თან რეკვას აზრი აღარ ჰქონდა, მაინც არ გვიპასუხებდა.

ბოლოს ისევ ნაცნობობამ გაჭრა და მეგობრის დახმარებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბრიგადამ მოაღწია ჩვენამდე და მოახერხა წყლის ცენტრალური ვინტილის გადაკეტვა.

ჩანჩქერი ნელ-ნელა შეწყდა, მაგრამ, სანამ ჩვენ წყლის ვინტილის გადასაკეტად ვიბრძოდით, სადარბაზოს ჭერის და კედლის მხატვრობა ისე გაიჟღინთა წყლით და დაზიანდა, რომ წარმოდგენაც არ მინდა გაშრობის შემდეგ რა იქნება.

ამ ყველაფრის შემდეგ:
პატრულს ნამდვილად არ აწყენდა გადამზადება გადაუდებელ სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე და ინფორმირებულეობა იმის შესახებ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს იცავს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ!
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ვთხოვ გაითვალისწინოს, რომ ცხელი ხაზი იმისთვის არსებობს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მოხდეს მათთან დაკავშირება!
ამ ამბავში ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის თბილისის განვითარების ფონდს, დარეკვიდან 5 წუთში იქ გაჩნდნენ.

პ.ს. სადარბაზოს რესტვრაცია 2018 წელს დასრულდა, სამუშაოებისას თანამედროვე საკონსერვაციო სტანდარტებით ურთულესი მეთოდოლოგიური ჩარევები განხორციელდა და დაკარგვას გადაურჩა ერთხელ უკვე ჩამოგლეჯილი მოხატული ჭერის და კედლის მხატვრობა.”