12 ივლისი, 2019

ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მოღალატე?!

ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მოღალატე?!ირაკლი ჩარკვიანი და სოსო პავლიაშვილი ორივე ქართველი მომღერალი და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორია, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მოღალატე.

მომღერალი თეონა კონტრიძე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ მიესალმება:

“გინდათ მოღალატედ შერაცხეთ, გინდათ პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვიძახი, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა.

“სამშობლო” იქცა 90-იანი წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად. ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება…

კიდევ კარგი ირაკლი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგან მიგდებული და ცხრაგზის დავიწყებული…

ასჯერ გამიგია კოლეგებისაგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი?! გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო. თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში…

ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით ბავშვებო! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი. კომპოზიტორი და შემსრულებელი სოსო პავლიაშვილი. ამინ!”