14 ივლისი, 2019

ილიკო სუხიშვილის ახალი ცეკვა

ილიკო სუხიშვილის ახალი ცეკვაილიკო სუხიშვილის ახალი ქორეოგრაფიული ნომრები ყოველთვის საზოგადოების განსჯის საგანი ხდება.

ნაწილს მისი ნამუშევრები მოსწონს, ნაწილს კი – არა. საქართველოსთვის დამახასიათებელია სიახლის რთულად მიღება, თუმცა ეს “სუხიშვილების” მთავარ ქორეოგრაფს საერთოდ არ აწუხებს.

“ნაბიჯი” – ასე ეწოდება ახალ ცეკვას, რომელიც ილიკო სუხიშვილმა თავის მოცეკვავეებთან ერთად დადგა და მაყურებლის სამსჯავროზე გამოიტანა.