17 ივლისი, 2019

გურამ რჩეულიშვილი – ვინც ათეული წლებით უსწრებდა დროს

გურამ რჩეულიშვილის გენიალური რჩევაასე მიაჩნია პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს და გურამ რჩეულიშვილი მისთვის ისეო ქრისტეს შემდეგ ყველაზე გამორჩეული ადამიანია:

“ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს შემდეგ, ყველაზე დიდი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე.

ვისაც არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო გაზულუქებულ ინტელიგენციასთან.

ვინც ისე წერდა, როგორც ცხოვრობდა და ისე ცხოვრობდა, როგორც წერდა.

ვინც თქვა, რომ სჯობს იყო მკვლელი, ვიდრე მატყუარა.

ვინც არ სპეკულიანტობდა სიყვარულში.

ვინც ათეული წლებით უსწრებდა დროს.

ვინც დაარღვია თავისი ეპოქის ლიტერატურული “წესრიგი.

ვინც მეოცე საუკუნის უპირველესი ქართველი მწერალია ჩემთვის.

ვინც გახაზა ცა.

ვინც საშინელ შტორმში განიწმინდა საკუთარი ცოდვებისგან.

ვინც თავი გაწირა სხვისთვის.

გურამ-გურამ.

“აი, მე, გურამი, ვდგავარ თქვენ წინ. მომანათეთ ნათურები…”