25 ივლისი, 2019

გულქან რაზიკაშვილის გამორჩეული მოგონება ვაჟა ფშაველაზე

გულქან რაზიკაშვილის გამორჩეული მოგონება ვაჟა ფშაველაზევაჟა ფშაველაზე მისი შვილი გულქან რაზიკაშვილი ხშირად იგონებდა სხვადასხვა ამბებს.

“არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“ჩასულა მამაი ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, – ეს ხდება ვერაზე, – იქ პოეტებს უქეიფებავ.

მისალმებია მამაი. გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა.

შასულა სანდროსთანა, დაუბანავ დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუცვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი.

რომ მიუახლოვდაო ამ მწერლებს, რომლებიც ქეიფობდნენ და წეღან ყურადღება არ მიაქციეს, ახლა მოუხედავთ, – ვაჟა, შემობრძანდიო. ძალით შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა. ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო.

– რა ჰქენიო? – გაჰკვირვებიათ. წეღან აქეთ არ გავიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და ამან დალიოსო.

გამოსულა და წამოსულა.”