24 ივლისი, 2019

გრანპრი პატარა მოცეკვავეების შესრულებულ დაისს

გრანპრი პატარა მოცეკვავეების შესრულებულ დაისსპატარა მოცეკვავეებმა ცეკვა “დაისი” ქობულეთის საერთაშორისო ფესტივალზე შეასრულეს და გრანპრიც დაიმსახურეს.

ცეკვა სპეციალურად მათთვის ქრისტინე ჯავახიამ დადგა. წალენჯიხის მეორე ბაღის აღსაზრდელებმა ფესტივალის სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ქრისტინე ჯავახია:

“დიახ ჩემი შექმნილი დაისია… დაისს წინ მაფშალია მიუძღვის… ჩემი პირველი მერცხლები… ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოპოვებული ჩემი მოსწავლეები. წალენჯიხის მეორე ბაღი.”