7 ივლისი, 2019

გიორგი ლობჟანიძის იტალიური აღიარება

გიორგი ლობჟანიძის იტალიური აღიარებაპოეტის, მთარგმნელის და აღმოსავლეთმცოდნის გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებით არაერთი საერთაშორისო ფესტივალი დაინტერესდა.

გასულ წელს თბილისის ლიტერატურის საერთაშორისო და გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ლობჟანიძემ პროექტის “ცოცხალი წიგნებისა” და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით “გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის” მიერ დასტამბული კრებულის “4 + 4= ∞” გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალების მიწვევა მიიღო.

12 ივლისს რეჯო კალაბრიის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის Xeria Book Fair-ის მიწვევით საპატიო სტუმრის რანგში გაიმართება მისი პოეზიის საღამო.

13 ივლისს კი გიორგი ლობჟანიძეს ქალაქ პერუჯასთან ტრაზიმენოს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულ პოლვეზეზე პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი “პოეზია და ევროპა” უმასპინძლებს.