23 ივლისი, 2019

გინახავთ კოლხური სვასტიკა?

გინახავთ კოლხური სვასტიკა?კოლხური სვასტიკა მარადიული მზის სიმბოლოა.

საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი.

სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც „ქანის“ ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე.

ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

“არტინფო” წარმოდგიდგენთ კოლხურ ოქროს სვასტიკას, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნით თარიღდება. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისშია ნაპოვნი.