30 ივლისი, 2019

გია ჯაჯანიძე მაყურებელს დაემშვიდობა

გია ჯაჯანიძე: "ნეტა რის მანიშნებელია ეს ყველაფერი"წამყვანი გია ჯაჯანიძე მაყურებელს დაემშვიდობა. მან თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და არც ისინი დაივიწყა, ვინც მას აკრიტიკებდა:

“ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო, გულშემატკივარო, ერთგულო მაყურებელო.

თქვენც მოგმართავთ, ვისაც ჩემი გადაცემა არ მოგწონდათ და მაკრიტიკებდით.

მადლობა ყველას.

მადლობა განგებას, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი მაღალრეიტინგული შოუს წამყვანი. მადლობა განგებას, რომ მომეცა საშუალება მიმეღო უკიდეგანო გამოცდილება.

მუდმივი რომ არაფერია, ბავშვობიდან ჩამინერგეს, ამიტომ არასდროს არაფრის მეშინოდა.
არ მეშინოდა წარუმატებლობის, არც წარმატების მეშინოდა და არც წარმატების დაკარგვის შიში მაქვს.
წარმატების დაკარგვის შიში იმ ადამიანებს აქვთ, ვისაც შემთხვევით გაუმართლათ.
მე ჯერ ადამიანი ვარ და მერე სხვა დანარჩენი, შეძენილი თუ ნასწავლი თვისებებით.
არაფერი შემთხვევითი არ არის, ყველაფერს ჩვენ ვქმნით. ჩვენ ვანგრევთ.

გეშინოდეთ თქვენი ფიქრების, თუ ისინი უარყოფითია.
გეშინოდეთ იმ ადამიანების, ვისზედაც უარყოფითს ფიქრობთ და საუბრობთ.
გეშინოდეს, როცა სხვისი ცუდი გიხარია და ფიქრობ, რომ ის ღირსია ცუდად იყოს.

წიწაკა მწარეა, ბევრ შაქარს შეიცავს.”