10 ივლისი, 2019

გია ჯაჯანიძე: “ეს არის ყველაზე დამღუპველი და გამანადგურებელი”

გია ჯაჯანიძე: "ეს არის ყველაზე დამღუპველი და გამანადგურებელი"ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე ადამიანებისთვის ყველაზე დამღუპველი და გამანადგურებელი თვისების – სულიერი სიბრმავის შესახებ საუბრობს:

“თუ სიმართლეს დროზე არ ჩახედავ თვალებში, დაბრმავდები.

ადამიანმა განგების ძალით, სულიერებით და გონიერებით შექმნა წარსული, უძღვება აწმყოს და ქმნის მომავალს. მხოლოდ სიბერეში გამოჩნდება შედეგი, ეს იყო ნამდვილი, ჭეშმარიტი გზა ცხოვრებისა, თუ ილუზია.
სიცრუეში, ილუზიაში ცხოვრება დროებითი თავდაცვაა.

სიბრმავე მარტო თვალისჩინის არ ქონას არ ნიშნავს.
სულიერი სიბრმავე – ეს არის ყველაზე დამღუპველი და გამანადგურებელი.
თუ ფიქრობ, განსაკუთრებული, განუმეორებელი და შუცვლელი ხარ, დროებითია, მაშინ, ილუზიაა შენი ცხოვრება.
სიბერე – სარკეა სულისა.

არ დააგვიანო, გეტკინოს, ოღონდ დროზე ჩახედე სიმართლეს თვალებში.
ვინც დააგვიანა, ყველა დაბრმავდა.”