4 ივლისი, 2019

“ღმერთი თუ სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა ,,მიყვარხარ”

"ღმერთი თუ სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა ,,მიყვარხარ"ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძისთვის ღმერთი, ლოცვა და სიყვარული ერთმანეთზეა გადაჯაჭვული:

“ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თუ სიყვარულია, ლოცვა ყოფილა სიტყვა “მიყვარხარ”. რამდენჯერაც გაიფიქრებ, იმდენჯერ ხარ ჩახუტებული ღმერთთან.

ყველა სხვა სიტყვა ერთადაა ამ სიტყვაში, რასაც და ვისაც უნდა მიმართო, ღმერთის ნებისმიერ ქმნილებას, გაელვებას, შემოქმედებას.

სრულყოფილი და თვითკმარია ეს სიტყვა, მასში არც შიშია, არც ვედრებაა, არც სინანული, ის უბრალოდ ღმერთის არსებობისა და მასთან თანხმობის, შენი მასში და მისი შენში ყოფნის დადასტურებაა.”