დავით გარეჯში სიწმინდეები წაბილწეს

დავით გარეჯში სიწმინდეები წაბილწესდავით გარეჯში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს ხატები ტაძრებიდან და დაბლა გადმოყარეს.

ინფორმაცია ამის შესახებ თია ბუზარიაშვილმა გაავრცელა:

“ახლანდელი ვითარება გარეჯში. როგორც იცით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს ხატები ტაძრებიდან და დაბლა გადმოყარეს! წაბილწეს სიწმინდეები. მათ არ ეშინიათ უფლის და ჩვენს ამ მდგომარეობამდე მიმყვანს ეშინოდეს უფლის!….

დღეს საგარეჯოელი და უდაბნოელი მრევლი მოვედით, რომ ხატები დაგვებრუნებინა ტაძრებში მონასტრის წევრებთან ერთად, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ გვიშვებდნენ, თუმცა დიდი ბრძოლის შემდეგ მაინც შევძელით და გადავედით ტაძრებისკენ. ჩვენი სიწმინდეები დაბინძურებულია აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიგან…

ამ რთული სიტუაციის მიხედვით დასკვნა თქვენ გამოიტანეთ…..

გარეჯი, დიახ, საქართველოა!
ყველა აქ უნდა ვიდგეთ!
ყველა ქართველის სახლია გარეჯი!
სიწმინდეების შეურაცხყოფა დაუშვებელია!”