17 ივლისი, 2019

დააფასეთ იაკობ გოგებაშვილი ისე, როგორც იმსახურებს!

დააფასეთ იაკობ გოგებაშვილი ისე, როგორც იმსახურებს!– იაკობ გოგებაშვილი არაა დაფასებული ისე, როგორც იმსახურებს! და დღეს საერთოდ გადაუსვეს ხაზი! – აცხადებს გია ჭანტურია:

“მაშინ, როდესაც 20 კაციდან ერთმა თუ იცოდა წერა-კითხვა, იაკობი გაეცნო მაშინდელი მსოფლიოს განათლების სისტემებს, მეთოდოლოგიებს და იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, გერმანულ განათლების სისტემაზე და სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მართლაც და გენიალური ქართული სახელმძღვანელო შექმნა!

დიახ, “დედა ენა” იმ დროს იყო უებარი წამალი გაუნათლებლობის! თავისივე სიცოცხლეში რამოდენიმეჯერ დახვეწა და დროს მიუსადაგა. ეხლა რომ ცოცხალი იყოს, იცით რას იზამდა? იგივეს! ისევ შეისწავლიდა მსოფლიოში წარმატებულ სწავლების მეთოდებს და გაქართულებულ ვესიას შექმნიდა!

ერთადერთი, რასაც არ იზამდა, იმ თავის “დედა ენის” ვერსიას ნამდვილად არ დააბრუნებდა სკოლაში! ეცით პატივი იაკობს, იარეთ მისი გზით!”