22 ივლისი, 2019

ბექა ქურხული: ”არ დავივიწყებ… და არ ვაპატიებ!”

ბექა ქურხული: ”არ დავივიწყებ... და არ ვაპატიებ!”მწერალი ბექა ქურხული თავის ჩანაწერში “მაიარაალლა” ყველა იმ ჭეშმარიტი ქართველის სათქმელს ამბობს, რომელსაც სამშობლოს სიყვარულით უძგერს გული.

მისი ჩანაწერი ახალგაზრდებს ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა შესთავაზა და დასძინა: “ძალიან, ძალიან მინდა ახალგაზრდებმა წაიკითხონ!”

ბექა ქურხული:

“ერეკლე მეფის შვილი, იულონ ბატონიშვილი, რუსეთიდან რომ დაბრუნდა სახლეურნი, შინაურები და თავისი გლეხები შემოეხვივნენ.

„აბა კურთხეულო, როგორ მოიარე რუსეთი, რან ნახე იქ ღვთის სარგო და კარგიო!“

„ვნახე რუსეთი, ველნი, ვაკენი, ქალი უნიფხვო, კაცნი მაკენი! – უპასუხა იულონ ბატონიშვილმა და მშობლიურ სათორნეში დურთა თავი – „მოიტა რამე რიგიანი მაჭამეთო“.

დღეს ორმა ჟურნალისტმა დამირეკა. ერთმა რომელიღაცა რადიოდან, მეორემ რომელიღაცა ჟურნალიდან.
არა, რა თქმა უნდა წიგნი და ლიტერატურა არ აინტერესებდათ. არც ჩემი, არც სხვისი. აჰ, როგორ გეკადრებათ, მწერლობა და პოეზია ხომ არც „აქტუალურობადია“ არც „ყურებადი“, არც „მოსმენადი“ და არც „კითხვადი“.
არა ბატონო, ჩემი აზრი ანტერესებდათ იმაზე, რაც მათი აზრით უფრო „ყურებადი“ „მოსმენადი“ და „აქტუალურობადია,“ მასმედიაში „გასაჟღერებლად“ – უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე და ამ ბოლო დროს გავრცელებულ, პირადი ცხოვრების თუ რაღაცა ეშმაკების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია უარი ვუთხარი. იმიტომ რომ ამ ყველაფერზე აზრი, რასაც აზრი ჰქვია არ გამაჩნია და ერთადერთი რაც გამაჩნია, გრძელი, საბურთალოური დედის გინებაა, შიგადაშიგ კაი გემრიელი კახური მინარევებით. რაც უნდა იყოს, მოგეხსენებათ დედულეთი იქითა მაქვს კახეთში, მაგრამ ამ ჩვენ პატიოსან მედიას კიდევა ვითომ ეპატაჟი კი ევასებათ, მაგრამ ქართული ხალხური დედის ტრაკობია კი მაინც ძლიან შეაძრწუნებთ ხოლმე.

ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ძალიან მძიმე, უმძიმეს დღეში ვართ! მგონი ასეთ ცუდ ყოფაში არცა ვყოფილვართ. ჯერ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და თავის მომხრეებსაც კი, საერთოდ თავის საკუთარ ხალხს საძინებელში უვარდებოდა და შეეძლო ქალებისთვის სექსის დროს გადაეღო. ახლა კი გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ კადრებს ავრცელებს, მე ამ პოლიტიკოსების ანანისტი დედებს რო… მართლა!.. ფარულადაც და აშკარადაც!..
ძალიან მძიმედ არის ჩვენი საქმე!

სწორედ მაგ დღეებში, შიდა ქართლში, სოფელ ჯარიაშენში, ბებოს ნახირიდან ძროხა მოუვიდა, ჩვეულებისამებრ გომურისკენ წავიდა და … რუსეთში ამოყო თავი. სანამ ძროხა ნახირში იყო, ამ ბოზის დაზრდილმა რუსებმა, ახლა ჯარიაშენში გააბეს მავთულხლართები, ძროხამ კიდევ მაგისი რა გაიგო, თავის გომურში შევიდა და იქიდან შემოზმუოდა ბებოს. ბებო კიდევ ვეღარ ეკარებოდა, იმიტომ რომ მისი ეზოს ნახევარი რუსეთში აღმოჩნდა.

იმ ძროხისა არ იყოს, მგონი ჩვენც ვერ გავიგეთ, რა საშინელი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს თავს. ვერავინ ვერ გავიგეთ, მათ შორის, ვერც ჩვენმა უმაღლესმა მთავარსარდალმა და ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც სწორედ იმ წუთას როდესაც მის ქვეყანას, ვინ იცის უკვე მერამდენედ, შუაზე ჭრიდნენ, თავისი გამოსვლა ამ სამარცხვინო ფარულ კადრებს მიუძღვნა და ომახიანად გვამცნო, რომ თავადაც ძალიან მდიდრული და მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება აქვს და ამით ამაყობს!

საღოლ!

სენიორ პრეზიდენტო, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ მრავალფეროვანი სექსუალური გამოცდილება ძალიან კარგია და გადასარევი, მაგრამ ძნელი სულაც არ არის და შეიძლება იმ ძროხასაც, ან მის მოზვერსაცა აქვს, რომლის გომურიც ვერ დავიცავით და ნაბიჭვარმა რუსის სალდათებმა წაგვართვეს. ჩენ უკვე დიდი ხანია ყველას ძალიან „მდიდარი“ და „მრავალფეროვანი“ სექსუალური გამოცდილება გვაქვს, როცა აგერ უკვე ოცდამეექვსე წელია, რუსეთი ძლიან „მრავალფეროვნად,“ „თანმიმდევრულად“ და „მდიდრულად,“ ჩვენს თვალწინ გვიხნავს მინდორ-ველებს, გაგრიდან იკორთის მონასტრამდე და ბედიიდან როკის გვირაბამდე. ჩვენ კი… რაა ჩვენ კი?.. ჩვენ მრავალფეროვანი და მდიდრული სექსუალური გამოცდილება გვაქვს!

არა, მართლა საღოლ რა!

აი რატომ ვძმაკაცობ, ვგულშემატკივრობ და კეთილი შურით მშურს კიდევაც, ჩვენი ჩრდილოეთ კავკასიელი მეზობლების.

ასევე 26 წელია და ასევე ჩვენს თვალწინ, ერთი მუჭა ვაინახები, გამანადგურებელი და სისხლისმღვრელი ომების მიუხედავად, ვიდრე ჩვენ ერთმანეთს საძინებლის ჭუჭრუტანიდან ვუთვალთვალებთ, განვიხილავთ, ვჭორაობთ, ინტერვიუს ვიღებთ, პრესკონფერენციებს ვაწყობთ და საერთდ თავს ვიჭრით, ეს ხალხი არ წყვეტს რუსეთთან წინააღმდეგობას. სულ ახლახანს კიდევ ერთი ახალი რაზმი გავიდა ტყეში, იარაღით ხელში ახალი დევიზით: -„დოლხურ დაქ, დოუხურ დაქ, დიქდირ დაქ!!!“ „არ გავტყდებით, არ დაგივიწყებთ, არ ვაპატიებთ!!!“

როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენ გავტყდით, დავივიწიყეთ და ვაპატიეთ!… საშინელ, პირდაპირ ფიზიკურ ტკივილს მაყენებს ამის წარმოდგენაც კი!… და თუ საბოლოოდ გაგვიწყრა ღმერთი და ამ ქვეყანამ, ერთ დროს საქართველოდ წოდებულმა, ოდესმე მართლა დაივიწყა, აპატია და გატყდა მაშინ მე, ერთი ადამიანი, არასოდეს არ გავტყდები, არ დავივიწყებ, არ ვაპატიებ!

არასოდეს და არავის!

არც რუსებს და არც იმ ქართველებს, რომლებსაც შეუძლიათ ფარული კამერები დაამონტაჟონ და ერთმანეთს უთვალთვალონ მაგ ბოზებმა, იმიტომ რომ სწორედ ეგ არის ბოზობა და არა ის რომ კაცს ქალი ჰყავს, ქალს კაცი და ვის რამდენი, როგორ და რატომ, ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და მათი საქმე!

არასოდეს არ გავტყდები!

არ დავივიწყებ…

და არ ვაპატიებ!

ვიდრე ცოცხალი ვარ!

და, რომ მოვკვდები მითუმეტეს:
არ გავტყდები, არ დავივიწყებ და არ ვაპატიებ!

P.S. მაიარალლა, ვაინახური სიტყვაა და სიმამაცეს თავდადებას ნიშნავს! სიტყვას რომლის მნიშვნელობაც კი, სულ უფროდაუფრო გვავიწყდება საქართველოში და რომლისგანაც ცარიელი და უმწეო პათეტიკა-ღა შემოგვრჩა.”