გურამ რჩეულიშვილის შესახებ მისი შემოქმედების მოყვარულთათვის ყველაფერი საინტერესოა.
“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან, რომელიც მწერლის სამართლიანობაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:
“ერთხელ გურამ რჩეულიშვილმა სოლოლაკში იჩხუბა. მეორე დღეს გარჩევაზე უნდა შეკრებილიყვნენ. გურამის მოწინააღმდეგე გავლენიან ბიჭებთან ერთად გამოცხადდა დათქმულ ადგილზე.
ბიჭების ყოჩმა ბესიკის აღმართზე ამომავალი გურამი რომ დაინახა, თქვა:
– დავიშალეთ, მაგასთან გასარჩევი არაფერი გაქვს, მართალი კაცია – მარტო მოდისო – და ამრეზით გადახედა გურამის მოქიშპეს.”