23 ივლისი, 2019

ამბავი, რომელიც გურამ რჩეულიშვილის სამართლიანობაში დაგარწმუნებთ

ამბავი, რომელიც გურამ რჩეულიშვილის სამართლიანობაში დაგარწმუნებთგურამ რჩეულიშვილის შესახებ მისი შემოქმედების მოყვარულთათვის ყველაფერი საინტერესოა.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან, რომელიც მწერლის სამართლიანობაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:

“ერთხელ გურამ რჩეულიშვილმა სოლოლაკში იჩხუბა. მეორე დღეს გარჩევაზე უნდა შეკრებილიყვნენ. გურამის მოწინააღმდეგე გავლენიან ბიჭებთან ერთად გამოცხადდა დათქმულ ადგილზე.

ბიჭების ყოჩმა ბესიკის აღმართზე ამომავალი გურამი რომ დაინახა, თქვა:

– დავიშალეთ, მაგასთან გასარჩევი არაფერი გაქვს, მართალი კაცია – მარტო მოდისო – და ამრეზით გადახედა გურამის მოქიშპეს.”