1 ივლისი, 2019

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული ვოისის ფინალისტია

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული ვოისის ფინალისტიაუკრაინული “საბავშვო ვოისის” კონკურსანტი ალექსანდრე ზაზარაშვილი ფინალში მოხვდა.

მან წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი ბრმა მოსმენიდან ნახევარფინალურ ბრძოლამდე და ყველა ტურში ატირა როგორც მწვრთნელები, ასევე მაყურებლებიც.

ალექსანდრეს ნახევარფინალურმა გამოსვლამ მწვრთნელები და მაყურებელი მის ნიჭიერებაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა და რჩეულთა შორისაც ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრა.

უკრაინული “საბავშვო ვოისის” ფინალი 7 ივლისს გაიმართება.