12 ივნისი, 2019

ზურა ხაჩიძე დააწინაურეს

ზურა ხაჩიძე დააწინაურესმომღერალი ზურა ხაჩიძე დააწინაურეს. ის სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი მხარის რწმუნებულის მესამე მოადგილე იქნება. ის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს.

ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთში კულტურის, სპორტის, განათლებისა და თვითმმართველობასთან ურთიერთობის მიმართულებით იმუშავებს.

მომღერალი სამი წლის წინ “პატრიოტთა ალიანსმა” მშობლიურ ბორჯომში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა, თუმცა მაშინ ზურა ხაჩიძემ გამარჯვება ვერ შეძლო.