ვინ იყო გურამ თამაზაშვილი?

ვინ იყო გურამ თამაზაშვილი?ალბათ ამ კითხვას ქართული მუსიკის ერთგული მსმენელი არც დასვამს. გურამ თამაზაშვილი არაერთი თაობის აღმზრდელი და მათი წარმატებით ბავშვივით გახარებული, დიდსულოვანი და ჭეშმარიტი ქართველი იყო.

თავის მასწავლებელს ლაშა ღლონტი იხსენებს:

“დღეს ჩემი მასწავლებლის, ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, გურამ თამაზაშვილის დაბადების დღეა!!!! ვინ იყო გურამ თამაზაშვილი? ადამიანი, რომელიც ნასესხები ფულით ქირაობდა სატვირთო ავტომანქანას, დატვირთავდა მას პროდუქტით, ჩადიოდა სოფელში და გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა.

ვინ იყო გურამი? კაცი, რომელსაც სხვისი ნამღერი და წარმატება ბავშვივით უხაროდა.

ვინ იყო გურამი? კაცი, რომელიც ისე მღეროდა, ისეთი ხმა, იმპროვიზაცია, პარტნიორის შეგრძნება, გემოვნება, ფრაზა, ფერი, ინტონაცია ჰქონდა, როგორც საუკუნის მომღერლებს.

კაცი, რომელმაც მთელი თაობა გაგვზარდა და “მოგვწამლა” ჭეშმარიტი ქართული სიმღერით!!!

სულ ჩვენთან ხარ, მამი, და შენ, როგორც გენიოსს და ჩვენს ,,მამის”, ყოველთვის შეგეკითხებით როგორ ვიმღეროთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც შენ გაგიხარდებოდა!!!!

ნათელში იყოს შენი სული, ჩვენო გენიალურო და უსაყვარლესო ადამიანო!!! შენ არასოდეს არ მოკვდები!!!!”