3 ივნისი, 2019

ვინ არის სერიალ “ჩერნობილის” რეალური ქართველი გმირი?

ვინ არის სერიალ "ჩერნობილის" რეალური ქართველი გმირი?HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალის “ჩერნობილის” ქართველი გმირი ბაჩო რეალური ადამიანის პროტოტიპია.

გიორგი ელისაშვილი:

“ეს არის HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალი “ჩერნობილი”. ფოტოზე სერიალის ერთ-ერთი გმირი ბაჩოა საქართველოდან. ბაჩო მამაჩემის სახეა, რომელიც საბჭოთა დამპალმა სისტემამ დაახლოებით 500.000 ახალგაზრდასთან ერთად წაიყვანა უსისხლო სასაკლაოზე, მოტყუებით, ინფორმაციის დამალვით, დაშინებით…

მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ცკ-ს ბრძანებით „სსრკ-ში არ შეიძლებოდა ატომური ავარია მომხდარიყო“ და ამის შესახებ ცივილიზებულ მსოფლიოს გაეგო.

მამაჩემს „გაუმართლა“ და ამ ამბების შემდეგ, მიღებულმა რადიაციულმა დოზამ 20 წელი კიდევ აცოცხლა.

ეს მედალი დაგვრჩა ამ საშინელი ტრაგედიიდან, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა და დღემდე კვდებიან ნელი სიკვდილით.”

ვინ არის სერიალ "ჩერნობილის" რეალური ქართველი გმირი?