17 ივნისი, 2019

“ვახტანგ ჭაბუკიანი მთაწმინდაზე დავკრძალეთ, გვეამაყებოდა…”

ნათია ფანჯიკიძექართულ საბალეტო ხელოვნებაში ვახტანგ ჭაბუკიანი გამორჩეული ფიგურაა. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქართულ ბალეტში არაერთი ლეგენდარული ბალეტის განხორციელება.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“იმის მაგივრად, ვინმემ თავიდან აგვაწყოს, შეგვაკოწიწოს, ჩაგვახუტოს, საზოგადოების დახლეჩას და ბრბოს ხროვის ინსტინქტს გამხნევება უნდა კიდევ ამ ქვეყანაში?

და თქვენ ფიქრობთ, ბრბო ვინმეს დაგინდობთ, ძალა თუ მოიკრიბა? თუ გგონიათ, მიზეზს ვერ მოგინახავთ, რომ ნაჭრერ-ნაჭერ დაგგლიჯოთ?

რა არის ასეთი აჟიოტაჟი, გეგონება ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ეს იყოს, გეგონება ჰომოსექსუალთა ლაშქარი იკრიბებოდეს, ისეთ ამბავს ტეხენ წმინდა წყლის ფარისევლები.

იქნებ მოვუსმინოთ იმ ათიოდე აქტივისტს, რის თქმა უნდათ, ვიღაცის შვილები და ახლობლები ხომ არიან? რამე დააშავეს? კრიმინალი ჩაიდინეს? კრიმინალებსაც კი ჰყავთ ადვოკატები.

ჰომოსექსუალებს კი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვისაც რა ინტელექტუალური კონტრიბუციაც აქვთ მოტანილი, ამის მემილიონედად მაინც დავუზარალებივართ მათ ორიენტაციას? სად იგრძენით საფრთხე? ხართ ჩემს მეგობრებში ისეთი, ვისაც რამე გაკადრათ, ან შემოგთავაზათ ამ ხალხმა? გადაიტანეთ თქვენს თავზე, წარმოიდგინეთ ასეთ “უჩვეულო სიმახინჯედ” რომ გთვლიდნენ, როგორ იგრძნობდით თავს.

რა ადამიანობაა ასეთი სიძულვილი? რატომ ვიყავით უფრო პროგრესულები გუშინ? ჭაბუკიანი მთაწმინდაზე დავკრძალეთ, გვეამაყებოდა, ვინ იკადრებდა მაშინ ჰომოსექსუალს ქვებით გაკიდებოდა. დღეს რა დაგვემართა? ოღონდ არ მითხრათ, მიტინგს ნუ აწყობენო. ადრე მიტინგი სულ არ ვიცოდით, ახლა კი ყველა აწყობს, ყველა თემაზე, ვისაც რა უნდა და მაინცდმააინც ეს ხალხი რატომ არ შეიძლება ქუჩაში ჩნდებოდეს?

აღარ მინდა ქართველების საშიშ ფიზიკურ დაპირისპირებას და ვინმეზე თავდასხმას ვუყურებდე, არცერთ თემაზე.”