28 ივნისი, 2019

უნებართვო სამუშაოები ძეგლზე

უნებართვო სამუშაოები ძეგლზეთბილისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას “ტფილისის ჰამქარი” ავრცელებს:

“ტურგენევის ქ. N4, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა. ძეგლზე მიმდინარეობს უნებართვო სამუშაოები. არ არსებობს შეთანხმებული პროექტი. არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა!

მიუხედავად ამისა, სამუშაოები დაწყებულია, ფასადიდან მოხსნილია ავთენტური დეტალები და მათ ნაცვლად დამონტაჟებულია პენოპლასტის პროფილები!

შენობის ნაწილი, სადაც მიმდინარეობს უკანონო სამუშაოები ეკუთვნის ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც ადგილზე შევხვდით და განვუმარტეთ, რომ ასეთი ქმედება არის ძეგლის დაზიანება, რაც ისჯება კანონით. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენეთ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია. იმედი გვაქვს, რეაგირებას არ დააგვიანებთ.”