თამაზ ვაშაკიძის სრული გამარჯვება

თამაზ ვაშაკიძის სრული გამარჯვებაქორეოგრაფ თამაზ ვაშაკიძის ცხოვრებაში კიდევ ერთი რთული ეტაპი წარმატებით დასრულდა.

საქართველოდან დევნილი ხელოვანი ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფი იყო, თუმცა პოლიტდევნილის სტატუსის შეჩერების გამო, მას სამსახური დაატოვებინეს.

თამაზ ვაშაკიძემ სასამართლოს არაერთხელ მიმართა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია – ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრს ქართველი ქორეოგრაფის სასარგებლოდ 1 258 716. 64 რუბლის გადახდა დაეკისრა.