თამაზ ჩხენკელი – ახვრები!

თამაზ ჩხენკელი - ახვრებითამაზ ჩხენკელი და მისი შემოქმედება მკითხველს იმისთვის უყვარს, რომ ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზე დგას.

ამის დასტურია 1994 წელს დაწერილი ლექსი “ახვრები”, რომელიც აქტუალობას არც ახლა კარგავს:

“დაეხეტებიან ახვრები ქუჩაში,
თვალებს აცეცებენ თხისებრ ვნებიანს.
უმსგავსი ხალხია, უჯიშო,
ძალადობენ, ლოთობენ, იგინებიან.
დაეხეტებიან ახვრები ქუჩაში –
ყელმოღერებული იდიოტები.
მაგრამ თუ მოიხელთე უჯავშნოდ
წამსვე იფშუტება მათი ტოტემი,
ანდა ქვად იქცევა, მიწის გორახად,
რადგან ეს ტოტემი არის უტვინო…
ამ არარაობას, ამ თხლეს ორნახადს
როდემდის ვუთმინოთ!”