7 ივნისი, 2019

ტატო გოდერძიშვილის დასახმარებლად მომღერლები ერთიანდებიან

ტატო გოდერძიშვილის დასახმარებლად მომღერლები ერთიანდებიანმომღერალ ტატო გოდერძიშვილის დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან.

13 ივნისს ართ ჰოლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი “ტატო და მისი მეგობრები”, რომელიც მომღერლის დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას მიეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო ბედია, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ლაშა რამიშვილი, ელენე ფოჩხუა, ზურა მანაგაძე, თემურ წიკლაური, ზურა ხაჩიძე, ბესო კალანდაძე, მერაბ ვარდოსანიძე, კახა ჭუმბურიძე, კაკი ბოლქვაძე, გიორგი წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე, ნათია ქოროღლიშვილი, ციური მჭედლიძე, მიშა ზაქარიაშვილი და გივი ფიჩხნარაშვილი.