სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა

სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალარეჟისორი და დრამატურგი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი 78 წლის იყო. მან დააარსა თეატრ-სტუდია მეტეხის თეატრი, პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში “ძველი სახლი”, მოგვიანებით ააშენა თეატრი “გლობუსი”, ბოლოს კი თეატრი “რუსთაველის 19”, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

რეჟისორმა არაერთი თაობა აღზარდა, რომლებიც დღეს ქართულ თეატრს ემსახურებიან და წარმატებულებიც არიან.

ინფორმაცია სანდრო მრევლიშვილის გარდაცვალების შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გაავრცელა:

“ღმერთო! სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა!
4 საათის წინ ველაპარაკე!
სანდრო!”