18 ივნისი, 2019

რა არის თავისუფლება?

გიორგი კეკელიძე– მაინც რა არის თავისუფლება? – ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ყველა ადამიანს თავისებური აქვს, თუმცა მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ თავისუფლება არის:

“მე ასე მგონია, თავისუფლება თავის უფლად ყოფნაზე უფრო, თავის დაუფლებაა ანუ ის, რაც რუსთაველს უთქვამს: “რაცა არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა” რთული ამბავია, მაგრამ აუცილებელი.

შეიძლება არ გინდოდეს განსხვავებულთან ცხოვრება, არ გიყვარდეს, მაგრამ უნდა შეძლო და მოახერხო – ადამიანად ყოფნის მთავარი და სასურველი ნიშანიც ეს არის, რადგან ღმერთმა ასე ინება და სამყარო “გვაქვს უთვალავი ფერითა”.

ასე ფიქრობდა ჩვენი დიდი წინაპარი. ასე უნდა ვფიქრობდეთ ჩვენც.”