ქართულმა ფილმმა საფრანგეთში გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა საფრანგეთში გაიმარჯვასაფრანგეთში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ყოველწლიურ ფესტივალზე „Oenovideo“ ქართულმა ფილმმა “საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმარჯვა. მან სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ფილმის რეჟისორი ალეკო გაბუნიაა, ხოლო იდეის ავტორი – დავით ტყემალაძე.

ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ნომინირებული იყო მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფესტივალზე „Oenovideo“.

„Oenovideo“, ყოველწლიურად, საფრანგეთში, კერძოდ, ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეობდა 144 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო“.