8 ივნისი, 2019

“ქართული კულტურის მაგინებელთა საყურადღებოდ”

"ქართული კულტურის მაგინებელთა საყურადღებოდ"ქართული კულტურის და ცხოვრების წესის მაგინებელთა საყურადღებოდ მწერალი გურამ ქართველიშვილი საყურადღებო ჩანაწერს ავრცელებს:

“ქართული კულტურის და ცხოვრების წესის მაგინებელთა საყურადღებოდ. განსაკუთრებით კი იმ უწუგნურ თავთა საყურადღებოდ, ვინც ქართველი ქალების “დამცველ” არასამთავრობოებად საღდებიან და ამ თემებით გრანტებს იხვეჭენ.

მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს ირანის იეზუიტური ორდენების პროკურატორი თადეუშ კრუსინსკი, რომელსაც პირადი და ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან წერდა:

“ქართველი ქალები მეტად ლამაზები არიან. თან ამ სილამაზის შენარჩუნებაზე და სრულყოფაზე ისე ზრუნავენ, რომ სულიერი მამაცობის მაგალითს წარმოადგენენ. ისინი სანადიროდ მამაკაცურად იარაღით აღჭურვილნი და გამოწყობილნი დაიარებიან. არაფრით ჩამოუვარდებიან მამაც ქმრებს და ქმრებიც დიდ პატივს მიაგებენ მათ. ქართველ ქალებს საშუალება აქვთ თავისუფალნი იყვნენ როგორც შინ, ასევე გარეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მთელ აღმოსავლეთში განთქმულნი არიან ქმრის ერთგულებით.”

ესაა ჩვენი სახე, ქართველებო, და არა ის, რა ,,ფასეულობებისკენაც” მიგვერეკებიან ცხვრებივით და ამიტომაცაა საკუთარ ცხოვრების წესზე დაბრუნება- დადგომის დრო.”