12 ივნისი, 2019

პრაღაში ქართველმა არტისტებმა გაიმარჯვეს

პრაღაში ქართველმა არტისტებმა გაიმარჯვესპრაღაში სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალე მიმდინარეობს და მასში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველომ პრაღაში თავისი პროექტი ორ ნაწილად წარადგინა – საქართველოს ეროვნული კუთხით და სტუდენტური პავილიონი-გამოფენით „მედეა/მედია“, რომლის კურატორიც ქეთი შავგულიძეა.

სწორედ გოგი ალექსი მესხიშვილის სტუდენტების პროექტმა მოიგო პრაღის ბიენალეს პრიზი. სასიხარულო ინფორმაცია ფოტოხელოვანმა მარი ნაკანმა გაავრცელა:

”მეგობრებო,
კოლეგებო,
უცნობებო,
ნაცნობებო,
ქართველებო!
პრაღის ბიენალეს ცხენი მოვიგეეეთ!
ეს არის უდიდესი ჯილდო არტისტებისთვის!
ყველა დევნილს მადლობა, ვინც ჩემს ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო.”

https://www.facebook.com/nakanimamasakhlisi/videos/10157201430432768/