13 ივნისი, 2019

პაატა ბურჭულაძეს 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება?

პაატა ბურჭულაძეს 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება?ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს პატიმრობა ემუქრება – ამ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვან თეატრებში უცნობი პირი სატელეფონო ზარებით ავრცელებს.

“რუსთავი 2”-ის იფნორმაციით, მსოფლიოს წამყვან თეატრებში ერთი და იგივე ტექსტით ერთი და იგივე ავტორი რეკავს და საერთო სქემით მოქმედებს – ის ამბობს, რომ სურს ინტერვიუ მსოფლიო ბანთან, თემად კი მის მოსალოდნელ დაპატიმრებას ასახელებს.

ზარის ავტორი ამ ფორმით წამყვან თეატრებში ტოვებს მთავარ გზავნილს – პაატა ბურჭულაძეს საქართველოში 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება.