ნიტა ლომიძემ ამერიკაში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ნიტა ლომიძემ ამერიკაში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა“შენ შეგიძლია ცეკვას” გამარჯვებულმა მოცეკვავემ ნიტა ლომიძემ ამერიკაში პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

ნიტა კალიფორნიაში კერძო სკოლა-აკადემიაში – აიდილვაილდის აკადემიაში Idyllwild Arts Academy სწავლობს. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიტას მიენიჭა პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია (Scholarship Award), რომელიც 50 000 დოლარს აღემატება.

აიდილვაილდის აკადემია წლებია საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სასწავლებელთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს.

აკადემიური ბრწყინვალებით უმაღლესი A+ რეიტინგის მქონე აიდილვაილდის აკადემია, 2019 წელს აშშ-ს საუკეთესო არტ სკოლათა შორის კვლავ პირველ ადგილზეა. სკოლის დასრულების შემდგომ, მოწაფეები აბარებენ ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიცაა ჯულიარდი, სტენფორდი, ემერსონი…