ნინი ქარსელაძე თავს იმართლებს

ნინი ქარსელაძემომღერალი ნინი ქარსალაძე თავს იმართლებს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “პოლიციელის შეურაცხყოფა და თავში რტყმა მისაღებია? მე მიყვარს ჩემი პოლიცია” ასეთ განმარტებას უძენბნის:

“დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის და ძლივს ახლა შევძელი, რომ პასუხი დავწერო ყველას გასაგონად!

მამა მომაკვდავი მყავს საავადმყოფოში, ინსულტით, გათიშული, აპარატზეა შეერთებული, არ უმუშავებს არც ერთი ფილტვი და ჰყავთ მართვით სუნთქვაზე. შესაბამისად გუშინ დილიდან დღევანდელ დღემდე საავადმყოფოში ვარ, სულ 3-4 საათით მივედი სახლში.

რაც შეეხება გუშინდელ აქციას, ჩემს სტატუსს პოლიციელებზე… რადგან ასეთ მძიმე სიტუაციაში ვიყავი, ტელეფონით ვადევნებდი თვალს, პირველი რა კადრებიც ვნახე იყო, თუ როგორ ურტყამდნენ და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. შესამაბიმად ვერ მოვითმინე იმ ადამიანების დამცირება, რომლებიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას თავდაუზოგავად იცავენ! და დავწერე სტატუსი…

შემდეგ სახლში მოვედი და ვნახე ძალის გადამეტება ახალგაზრდებზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და ვგმობ მთელი ჩემი არსებით! და რა საკვირველია სტატუსიც წავშალე… დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე იქნება რეაგირება, ყველა, ვინც ძალას გადაამეტა, უმკაცრესად დაისჯება!

დიდი მადლობა ყველას, ვინც სიმართლე მოისმინა და მიიღო ჩემი პასუხი გუშინდელ სტატუსზე.”